რატი იონათამიშვილი: ერთ-ერთი რეკომენდაცია შშმ ამომრჩევლისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება
საარჩევნო რეკომენდაციებში ერთ-ერთი შშმ ამომრჩევლისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფში არანაირი წინადადება არ წარუდგენიათ.
„რეკომენდაციებში ერთ-ერთი ეხება შშმ ამომრჩევლისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ძალიან გამიკვირდა, რომ ამასთან დაკავშირებით არცერთმა სამოქალაქო სექტორიდან წარმოდგენილმა ორგანიზაციამ და არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არანაირი წინადადება არ წარმოადგინა. ჩვენ გვაქვს იდეა, რომ თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ სხვადასხვა კატეგორიისა და საჭიროების მქონე შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ფორმატში დაბეჭდოს ან გაავრცელოს საარჩევნო მასალა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.