ავთანდილ თალაკვაძე: ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას – სოფელ ჯუმათში  გზის რეაბილიტაციას

„როგორც დაგპირდით, ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას – სოფელ ჯუმათში  გზის რეაბილიტაციას, რომელიც ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრამდე სრულად განახლდება”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

“ეს გზა რამდენიმე ათეული წელია, ავარიულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩვენთან ერთად ჩართული, მომდევნო წელსაც გაგრძელდება და, ჯამურად, ამ მიზნით 4  000 000 ლარამდე დაიხარჯება. ჯუმათში აღნიშნული საგზაო მონაკვეთის მოწესრიგება, გადაადგილების პრობლემას მოუხსნის არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ – ყველა სტუმარს, რომელიც აქ ყოველწლიურად ჩამოვა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები