ირაკლი ლატარია – Credit Suisse-ის მენეჯმენტში ცვლილებაზე: ბიძინა ივანიშვილმა ამხილა მთელი სისტემა და ახლა ძალაუნებურნი არიან, როგორმე, სიტუაციიდან ამოძვრნენ
“რას ერჩოდნენ ან საკუთარ თავს ან ივანიშვილს? იმდენად უსამართლოდ მოიქცნენ და იმხელა რეპუტაციული ზიანი მიადგა ბანკს, მთელი მენეჯმენტი იცვლება და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, ამხილა მთელი სისტემა და ახლა უბრალოდ ძალაუნებურნი არიან, როგორმე, სიტუაციიდან ამოძვრნენ”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ირაკლი ლატარია.
მისი თქმით, შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან.
„რას ერჩოდნენ ან საკუთარ თავს ან ივანიშვილს? იმდენად უსამართლოდ მოიქცნენ და იმხელა რეპუტაციული ზიანი მიადგა ბანკს, მთელი მენეჯმენტი იცვლება და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, ამხილა მთელი სისტემა და ახლა უბრალოდ ძალაუნებურნი არიან როგორმე სიტუაციიდან ამოძვრნენ. შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან“, – წერს ირაკლი ლატარია.