ოზურგეთი “ველო – დღეებს“ მასპინძლობს

ოზურგეთი “ველო – დღეებს“ მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სპორტსმენებთან და ველომოყვარულებთან ერთად მიიღო.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ველოსპორტის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც, როგორც სპორტული და რეკრეაციული, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით არაერთი სიახლე გვექნება. დღეს, 50-მდე სპორტსმენთან ერთად სტარტი ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ. მარათონში მონაწილეები ბახმაროს შემდეგ, სვლას გომისმთისკენ განაგრძობენ. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ველო მარათონში მონაწილეობისათვის!“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები