ვახტანგ გომელაური: პანკისის სპეცოპერაციისას სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე და ვინმეს ლიკვიდაცია მომხდარიყო – ასეთი ბრძანება არ გაცემულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფება, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„სოსო გოგაშვილზე მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ იყო თემა, რომ ის ადამიანი იქ იყო, პანკისში  ოპერაციის დროს – არ  ყოფილა სოსო გოგაშვილი პანკისში იქ და ასევე მინდა, რომ სოსო გოგაშვილმა რატომღაც სპეცნაზზე გაამახვილა ყურადღება;  სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ ვერ მისცემდა ბრძანებას, და ის ბრძანება, ვთქვათ, რომ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა და კიდევ  ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის პირველ რიგში და ყველა ჩვენგანისთვის – ასეთი ბრძანება რა თქმა უნდა არ გაცემულა. კიდევ ვადასტურებ, რომ სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური რა თქმა უნდა”,- განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აგენტისთვის ფულის გადახდის შესახებ.

“რა თქმა უნდა ესეც არის  სრული სიცრუე, მე როგორც თქვეს ქალბატონ მედიკოს (თემირლან მაჩალიკაშვილის დედა) შევხვდი, რა თქმა უნდა, ქალბატონ მედიკომაც დაადასტურა. ითხოვა თვითონ შეხვედრა, ადვოკატთან ერთად შევხვდით სამსახურში რა თქმა უნდა. ვისაუბრეთ, მას კითხვები ჰქონდა ბევრი,შეძლებისდაგვარად ამომწურავად ვუპასუხე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივუსამძიმრე, რაც არ უნდა იყოს ადამიანისთვის შვილი ყველაზე ძვირფასია და ძალიან მძიმე იყო დედისთვის სათქმელად ეს ამბავი, მივუსამძიმრე და ავუხსენი  მე მაქსიმალურად რაც შემეძლო რაც მოხდა იქ დაახლოებით ეგ თემა, ვისაუბრეთ და დავშორდით. არანაირი აგენტი, არანაირი აგენტის გაგზავნა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები