ნინო წილოსანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო გენდერული საბჭოს მიმდინარე საქმიანობას, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„დიდი ბრიტანეთის ელჩი ჩვენი დიდი მოკავშირეა გენდერული თანასწორობის საკითხებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რაც მისი მხრიდან აღინიშნა, რომ გენდერულ საბჭოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში საკმაოდ დიდი და სერიოზული გეგმა აქვს დასახული. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხები მაქსიმალურად შესრულდეს. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის ელჩის მეშვეობით, ჩვენ ვთანამშრომლობთ ინვესტორთა საბჭოსთან, სადაც მსხვილი საინვესტიციო კომპანიები არიან გაერთიანებული. ინვესტორთა საბჭოს მეშვეობით, გენდერული მეინსტრიმინგის შეტანა მათ პოლიტიკაში და ზოგადად, მსხვილ საინვესტიციო პროგრამებში, გენდერული საბჭოს და ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები