კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ამერიკის ხმისა” და რადიო „თავისუფლების” ქართული რედაქციების საქმიანობას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ამერიკის ხმისა” და რადიო „თავისუფლების” ქართული რედაქციების საქმიანობას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება: “დრონი მეფობენ…” რადიო “თავისუფლება” და “ამერიკის ხმა”, ოდესღაც საბჭოურ ტოტალიტარიზმთან მებრძოლთა იმედი და ქომაგები, დღეს თავად გახდნენ ამ მანკიერების მქადაგებელნი – მათი ქართული რედაქციები ანტისახელმსიფოებრივი პროპაგანდის ბუდედ იქცნენ. საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ღირსების მოძულენი კი მათი ქართული რედაქციების ფავორიტები არიან!”

გოგა ხაინდრავას განმარტებით, რადიო „თავისუფლებასა” და „ამერიკის ხმის” სწორება იმ რესპონდენტებზე აქვთ, რომლებიც ცილისწამების ტირაჟირებით არიან დაკავებულები და გამალებით ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაითრიონ. ერთ-ერთ მაგალითად, ხაინდრავა ასახელებს ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ერიკ კროსის მიერ რადიო „თავისუფლებისთვის” ახლახანს მიცემულ ინტერვიუს. კროსი 2008-ში იყო საქართველოს მთავრობის მრჩეველი. ამჟამად იგი ესტონეთის პარლამენტის წევრია და „თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „დემოკრატიული გზიდან გადახვევის ნიშნები აშკარაა – ვხედავთ, რომ მთავრობა არ სცემს პატივს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას – ოპოზიციას ციხეში სვამს, მედიას ხურავს.

პოლარიზებულია, რუსეთს ეკეკლუცება. უამრავი ნიშანია, რაც უნდა გვაშფოთებდეს. მაგრამ მაინც გავიძახით: მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან! ისინი კაი ტიპები არიან! ვფიქრობ, საკმარისად კრიტიკულები არ ვართ ამ ეტაპზე.
გვგონია, რომ საქართველოს დაბრუნების დრო ისევ გვაქვს. მაგრამ თუ საქართველოს მთავრობას ეს გაუვა, ისინი იტყვიან: ევროპული ღირებულებები არ გვინდა, ისინი ჩვენ არ შეგვეფერება, აი, ფული კი გვინდა, ფული მოგვეცით. და ჩვენ ვიტყვით – ოკ, კარგი, კარგი. პარიზისა და ბერლინის პოზიცია კიდევ გასაგები იყო – უნდოდათ მოსკოვთან ვაჭრობით ხელი მოეთბოთ. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ გვინდა საქართველო ნატოში იყოს, ჩვენთან იყოს და ამიტომ საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები