ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არის მსხვერპლი

ხობი-ფოთის დამაკავშირებელი გზის, შუა ქვალონის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 50 წლის ქალი. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ადგილზე შესაბამისი ჯგუფები არიან მობილიზებულები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები