მიხეილ სარჯველაძე: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური საკითხებია, რომლებიც მრავალმხრივ განხილვას მოითხოვს

„გენდერული თანასწორობის საკითხები და ქალთა მიმართ ძალადობა არის კომპლექსური საკითხები, რომლებიც მრავალმხრივ განხილვას მოითხოვს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა რომელიც საკითხთან დაკავშირებით გაიმართება მნიშვნელოვანი იქნება.

“გენდერული თანასწორობის საკითხები და ქალთა მიმართ ძალადობა არის კომპლექსური საკითხები, რომლებიც მოითხოვს მრავალმხრივ განხილვას, რომელზეც ჩვენ, გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადამიანის უფლებების კომიტეტმა სწორედ ასეთი სწორება ავიღეთ, რომ დაგვეყო ეს საკითხები. ტრადიციულად, ესწრება ის ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც გამოიკვეთა, რომ აქვს სურვილი საკუთარი ფუნქცია შეასრულოს და მათ ბოლო ხანებში ვეძახით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შეხვედრა უკავშირდება ერთ-ერთ მიმართულებას, რაც გულისხმობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები