გორში ფოტოგრაფ დინა ოგანოვასთან შეხვედრა გაიმართება

17 აგვისტოს, 18 საათზე, გორის ხელოვნების სახლში, დოკუმენტალისტ ფოტოგრაფთან, დინა ოგანოვასთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დინა ოგანოვა ისაუბრებს დოკუმენტურ ფოტოგრაფიასა და ამბის ვიზუალურ თხრობაზე, როგორც არა მხოლოდ ხელოვნების სფეროზე, არამედ როგორც ადვოკატირებისა და პროცესებში ჩართულობის მძლავრ იარაღზე.
დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.
მის  ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე”, „გაყინული ტალღები”,”#მეც”.
მისი ნამუშევრები გამოფენელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ფოტოები ინახება როგორც მუზეუმებში, ასევე კერძო კოლექციებში.
დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცეს“  ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში.
შეხვედრის ფარგლებში დინა ოგანოვა წარადგენს თავის პროექტებსა და ხელნაკეთ წიგნებს და ასევე – სრულიად ახალ, ლიმიტირებულ გამოცემას – გაზეთს, დოკუმენტურ ფოტოწიგნზე “sHEROes” -ზე დაფუძნებულს.
“sHEROes” ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დრამატული მოვლენების შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს. დოკუმენტური წიგნი პორტრეტების, დეტალებისა და ზეპირი ისტორიებისაგან შედგება.
2019 წელს წიგნმა მიიღო ლიტერატურული პრემია „ლიტერა“.

მის გურამიშვილის #5 (ლომჭაბუკის სკვერი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები