“რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმრის მოტაცება?“

რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმრის მოტაცება. ამაზე დიდი აბსურდი და ანეკდოტი გაგიგიათ? – ასე გამოეხმაურა სამოქალაქო ორგანიზაცია “მოქალაქის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორის მიერ კამერიდან ვანო მერაბიშვილს გატაცების ბრალდებას.
“ძირითადი თემა, რომლითაც საზოგადოებას აწვებიან შიგნით თუ გარეთ, არის ის, რომ ბრალდებული ვანო მერაბიშვილი მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა. ამაზე დიდი აბსურდი წარმოგიდგენიათ? ამ დროს ამ მერაბიშვილზე ეჭვია თავისუფალი მოქალაქის – გირგვლიანის მოტაცებასა და მკვლელობაზე. სასამართლო არ დასრულებულა, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მოვიშველიებ, რომლის ჩანაწერში წერია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი გამოძიების სწორ მსვლელობას ხელს უშლიდნენ. ამ მერაბიშვილს დღეს უნდა, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა – რა უყო მერე, გააუპატიურა, ხელყო, ნამუსი ახადა თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა, მიზანზე არ საუბრობენ. რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმრის მოტაცება? ამაზე დიდი აბსურდი და ანეკდოტი გაგიგიათ? ამ ანეკდოტზე დავიდნენ. მთავარ პროკურორს იმის საშუალება არ აქვს, პატიმარი ნახოს და გაესაუბროს? აი ამ აბსურდამდე ჩამოვიდნენ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები