პირველ ქართველ პროფესიონალ ორგანისტს, ეთერ მგალობლიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს დამსახურებულ არტისტს და პირველ ქართველ პროფესიონალ ორგანისტს, ეთერ მგალობლიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ეთერ მგალობლიშვილის ხსოვნას და მის მიერ ქართული კულტურისა და მუსიკის განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილს.
„ეთერ მგალობლიშვილი გახლდათ არაერთი ცნობილი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი საქართველოს მასშტაბით. მისი მდიდარი მუსიკალური რეპერტუარი მოიცავდა თითქმის ყველა ეპოქის საორგანო მუსიკის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაც წარმატებით ასრულებდა
საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ეთერ მგალობლიშვილი, მუსიკის პარალელურად, საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.
1965-2012 წლებში იგი გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და, ასევე, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მის მიერვე დაარსებულ ქართულ საორგანო სკოლაში.
აქტიური მოღვაწეობის მანძილზე, ეთერ მგალობლიშვილი იყო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და წარმატებული არაერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი, რომლებიც საორგანო მუსიკის მიმართულებით იმართებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეთერ მგალობლიშვილმა დააარსა ბიჭვინთის საორგანო მუსიკის ფესტივალი, რომელიც დიდი წარმატებით გამოირჩეოდა.
1967 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები