ბექა დავითულიანი: ჩვენ მზად ვართ, რომ 12 პუნქტი აღვასრულოთ

„ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი, ევროკომისიის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მზადაა.

„მათთვის ბუნებრივია, რომ საკითხების მთელი რიგი ასე უნდა იყოს და ამ ქვეყანაში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ როგორც მათთან ხდება, იმავენაირად ბუნებრივად ეს ვერ ხდება. უბრალოდ, რთულია, კონტექსტი აღიქვა, როდესაც სტაბილური დემოკრატიიდან ჩვენნაირ განვითარებად დემოკრატიაზე საუბრობ. ხანდახან, კონტექსტის აღქმა არაა ისეთი, როგორიც ჩვენს რეალობაშია, თუმცა, მათი თვალსაზრისით, 12 პუნქტი არის ის გზამკვლევი, რომელიც მათთვის და ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს 12 პუნქტი აღვასრულოთ და ყველა ის კრიტიკული მოსაზრება, რომელიც, მათ შორის, ამ დასკვნაში იყო დაწერილი, იმ 12 პუნქტში ასახულია“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები