“მეც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია” – სოფიო ხორგუანი სახალხო დამცველად, შესაძლო არჩევაზე

“მეც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია”,- ასე ეხმიანება სოფიო ხორგუანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის, შესაძლოა ქვეყნის მომდევნო სახალხო დამცველი გახდეს.

ინფორმაცია “კურიერისთვის” გახდა ცნობილი. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა დამტკიცდება.

“თქვენგან გავიგეთ პირველად, წინა ჯერზე რომ მოხდა არჩევა, მაშინაც თავის მართლების რეჟიმში ვიყავი. მეც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. არ ვიცი დავაშავე რამე, ოდესღაც სახალხო დამცველის მოადგილე რომ ვიყავი? მაშინაც პირდაპირ ვამბობდი, რომ არ მინდა ეს თანამდებობა და არ ვარ არავის მიერ წარდგენილი, მაშინაც ამ მტკიცებაში ვიყავი,” – უთხრა “კურიერს” სოფიო ხორგუანმა.

სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატის ჰყავს.

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა დეკემბერში გასდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები