მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებს

“გაუთავებლად ლაპარაკობენ „გავლენიან ჯგუფებზე“, რომლის არსებობის კვალსაც ასე მარტივად ვერ უთითებენ. აპელირებენ გარკვეულ გარემოებებზე, ერთმანეთს აბრალებენ, ვინ რას ასაბუთებს ამ მიმართულებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებს.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებების მიუხედავად, მმართველი გუნდი კონსტრუქციულობას ინარჩუნებს.

„ამ მიმართულებით, ჩვენი განწყობა აბსოლუტურად კონსტრუქციულია – მიუხედავად იმისა, არსებობს დღეს კლანი, არ არსებობს თუ რა მანკიერი რეზულტატები მოაქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი დასაბუთება, ვიმსჯელოთ, დღეს არსებობს თუ არა [კლანი], ხვალ რომ არ არსებობდეს რაიმე მანკიერი პრაქტიკა სასამართლო ხელისუფლებაში, ნებისმიერ ასეთ მიმართულებაზე ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებს. განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად, მათთვის უფრო კომფორტულია, არარსებული პრობლემების არსებულად გასაღებაზე ისაუბრონ“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები