ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background

ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა, თუმცა აღნიშნულ წინადადებას მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა.

„გაცნობებთ, რომ შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, სამგორის რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.

მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.

კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.

ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია სამგორის რაიონის გამგეობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები