ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, დასუფთავდა ნორიოს აღმართი, ა. ჩიქობავას, ცაიშის, ნ. ხუდადოვის, ცხრა ძმის, პ. სააკაძის, მ. მამარდაშვილის, ფშავის, გ. ზაზიაშვილის, გ. მარუაშვილის, ლამის, რიყის, მ. ჩიტაიას, რ. დავითაშვილის, პ. ბაგრატიონის, დ. უზნაძის ქუჩები.
აღნიშნული მისამართებიდან 190 მ³ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი. სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე 11 ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები