“პუტინის და ზელენსკის შეხვედრის წინაპირობა არ არსებობს”- პესკოვი

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს, მომლაპარაკებელთა უკრაინული დელეგაცია „რადარებიდან გავიდა“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

“რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის სამიტს, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომლაპარაკებელთა დელეგაცია ყველა საშინაო დავალებას შეასრულებს. ეს ელემენტიც არ არსებობს. ამიტომ, ამჟამად შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს,”- განაცხადა მან.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი აფასებს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პირობების შექმნას, მაგრამ უკრაინელი მომლაპარაკებლების დელეგაციამ “რადარები დატოვა”.

“პრეზიდენტი ერდოღანი ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ინიცირებას. მისი როლი საკმაოდ დიდი იყო რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის ორგანიზებაში. პრეზიდენტი ასევე აგრძელებს ამას, მაგრამ თქვენ იცით, რომ მომლაპარაკებელთა უკრაინულმა დელეგაციამ, როგორც იტყვიან, “რადარები დატოვა”. მოლაპარაკების პროცესი ამჟამად არ არსებობს”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები