მიხეილ სარჯველაძე – ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე: საფუძველშივე მცდარია გზა, როდესაც უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამისთვის შეიძლება შეგაქოს

საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როდესაც უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამისთვის შეიძლება შეგაქოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

„მეჩვენება და გამოვთქვამ ვარაუდს, რომ რაღაც დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა, რათა ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან. მე არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ რომ საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როდესაც უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამისთვის შეიძლება შეგაქოს. მე მგონია, რომ რომელიმე წარმოდგენილი კანდიდატურის მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ამოცანა არის შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი, და არა ოპოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები