მიხეილ სარჯველაძე – ირაკლი ოქრუაშვილზე: ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას

ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.

„ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას. ოღონდ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა რომელიმე მოხელის და ა.შ. ყველას დიდი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის და ერის წინაშე. ნორმალურად ქცევა უნდა შეგეძლოს, მათ შორის ტურისტთან, რომლის ყოფნაც შეიძლება არ გსიამოვნებდეს. შეიძლება აქაური მოქალაქის ყოფნა არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს უნდა მისცე უფლება, ​ვინმეს მოუწოდო ვინმეს „ჩაძაღლებისკენ“ – მაპატიოს საზოგადოებამ ამ ტერმინის გამეორებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები