გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება

ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება! რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს! ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” დაწყებულ კამპანიას ეხმიანება.

“2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ – რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბომბეთ გორშიო. მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. ჩანს ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება! რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს! ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო. ხელისუფლების “სუსტი მხარეც” შეუსწავლიათ – მან არ უნდა დაუშვას ომის პროვოცირება, სოციალური ფონის დამძიმება, პრობლემების შექმნა იმ ქართველებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში ან თუნდაც საოკუპაციო ხაზებთან ცხოვრობენ, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ლარის კურსის სტაბილურობა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი…”, – წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები