გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.
საბჭოს წევრებმა ზურაბ ჯირკველიშვილს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს აინტერესებთ.
საბჭოს წევრებმა უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელისგან მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს მუშაობის სპეციფიკისა და არსებული გამოწვევების შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ.
საბჭოს წევრები და ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მგზავრთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესები ბიზნით, სამომავლო აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გამართულ მუშაობას.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები