“კიევს ზოგიერთი იმდენად ახალი სისტემა გადავეცით, რომელიც ბუნდესვერშიც კი არ არის ჯერ დანერგილი” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი Die Welt-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ “უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცირებას გეგმავს”.

როგორც კანცლერმა The Globe and Mail-თან ინტერვიუში თქვა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოდით, მივყვეთ ფაქტებს: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდან, უკრაინას ვაწვდიდით იარაღს და საბრძოლო მასალას. ჩვენ უარი ვთქვით ყველა წინა მთავრობის მკაცრ პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს – “კრიზისულ რეგიონებში იარაღის არავითარი ექსპორტი”. ყველაფერი მივაწოდეთ, რაც გვქონდა”, – თქვა კანცლერმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ ბერლინი უფრო რთული და ძვირადღირებული სისტემების უზრუნველყოფაზე გადავიდა.

”ზოგიერთი ეს სისტემა იმდენად ახალია, რომ ძალიან ცოტაა წარმოებული და ზოგიერთი ბუნდესვერშიც კი არ არის ჯერ დანერგილი. სანამ საჭირო იქნება, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ”, – თქვა ოლაფ შოლცმა და ხაზი გაუსვა უკრაინელი სამხედროების სწავლებასაც, რაშიც გერმანელი სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები