ზელენსკი: ამერიკული სამხედრო დახმარება გამარჯვებასთან გვაახლოებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი დახმარებები ქვეყანას გამარჯვებასთან აახლოებს. განცხადება ზელენსკიმ ,,ტვიტერის,, მეშვეობით გაავრცელა.

$$550 მლნ-იანი დახმარების მე-17 პაკეტს ჯო ბაიდენმა ხელი 1-ელ აგვისტოს მოაწერა. დახმარება 155 მმ-იანი არტილერიის 75 000 ჭურვს და ზეზუსტი HIMARS-ებისთვის განკუთვნილ უცნობი რაოდენობის რაკეტას ითვალისწინებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ვაშინგტონმა კიევს უკვე $8.8 მლრდ-ს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ომის პირველ ეტაპზე უკრაინა, ძირითადად, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებითა და ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებით მარაგდებოდა შემდეგ ეტაპზე – არტილერიით.

9 მაისს ჯო ბაიდენმა ლენ-ლიზის პაკეტიც დაამტკიცა, რაც ვაშინგტონს დამატებით $33 მლრდ-ის დახმარების გადაცემის საშუალებას აძლევს. პროგრამა ჯერ არ ამოქმედებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები