შამილ ქორთოშიძე – გუდაურის ტრაგედიაზე: თხოვნა მაქვს, ყველამ თავი შეიკავოს ზედმეტი და უაზრო კომენტარებისგან – დაველოდოთ საავიაციო კომისიის შექმნას და დასკვნას

სასაზღვრო ავიაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შამილ ქორთოშიძემ, გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. ის ვარაუდობს, რომ ტრაგედიის მიზეზი ქარი გახდა.

„თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, თავი შეიკავონ ზედმეტი და უაზრო კომენტარებისგან. ზოგი ამბობს, რომ შვეულმფრენი იყო გაუმართავი, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა. ამ შვეულმფრენებს, ყველას რამდენიმე წლის წინ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ჩავთვალოთ რომ გაახლდა. ყოველი გაფრენის წინ შვეულმფრენი მოწმდება საინჟინრო ტექნიკური შემადგენლობისგან, შემდეგ ბორტმექანიკოსი ამოწმებს ვიზუალურად, ეკიპაჟის ყველა წევრი ამოწმებს შვეულმფრენს“, – განაცხადა შამილ ქორთოშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები