ანრი ოხანაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო შეზღუდვის მონაწილე, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით

სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო შეზღუდვის მონაწილე, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საპროცესო ვადებისა და სწრაფი მართლმსაჯულების შეფერხების საკითხია.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ საქართველო არის ყველა იმ საერთაშორისო შეზღუდვის მონაწილე, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. მეორე მხარეს არის ხალხი, ვინც უაპელაციოდ ამბობდა, რომ არსებობდა შავი ხვრელები და საქართველო ამ შავი ხვრელების დერეფნადაა გამოყენებული. ეს ხალხი, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები არიან ტყუილის მხარეს. რაც შეეხება სასამართლოს საკითხს, აქ აღნიშნულია ის, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ეს არის საპროცესო ვადებისა და სწრაფი მართლმსაჯულების შეფერხების საკითხი. ის, რაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მთავარ საკითხად დავსვით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესსექტორისთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილება მათ დროულად ჩაბარდეს და მართლმსაჯულება სწრაფად განხორციელდეს. ეს არის გამოწვევა და ესეც დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტმა. თუმცა, ჩვენი ეს პოზიცია რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისთვის ცინიზმის საგნად იქცა, თითქოს, ეს არ არის ისეთი საგანი, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა, ფაქტია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ასახული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები