თეა წულუკიანი – „სვანეთობა 2022“-ზე: ფარავდეს სრულიად საქართველოს წმინდა გიორგი იმ გამარჯვების და მშვიდობის გზაზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა და ბატონი ირაკლი ატარებს დღემდე ჩვენს ქვეყანას

ფარავდეს სრულიად საქართველოს წმინდა გიორგი იმ გამარჯვების და მშვიდობის გზაზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა და ბატონი ირაკლი ატარებს დღემდე ჩვენს ქვეყანას, გფარავდეთ ყველას ღმერთი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – თეა წულუკიანმა მესტიაში, „სვანეთობა 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეა წულუკიანმა, მისი მშობლიური კუთხის სახელით, ირაკლი ღარიბაშვილს სვანეთში ჩასვლისა და სახალხო დღესასწაულზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სვანეთობა 2022“-ს მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები