“იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ღია კონფლიქტში შესვლას გაბედავს, ძალთა ბალანსი მის სასარგებლოდ არ იქნება. ასეთ კონფლიქტში თბილისს სამხედრო დახმარებას არავინ გაუწევს. 2008 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერა არც ისე ძლიერია. მაშინ, სამშობლოში ერაყიდან მხოლოდ ქართული კონტინგენტი დააბრუნეს, და საქმე ამით დასრულდა“,- ამბობს სამხედრო, დაზვერვისა და უსაფრთხოების კვლევების კანადის ცენტრის მკვლევარი, ფილიპ ამონი, რომელმაც 2020 წელს გამოსცა წიგნი სათაურით: “საქართველო საკუთარ სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ოკუპაციას შორის. კონფლიქტის ფესვები მე-18 საუკუნიდან 1924 წლამდე”.
როგორც მან Deutche Welle-სთან ინტერვიუში მან თქვა, “ეჭვი მაქვს, რუსეთს არც საქართველოსთან და არც უკრაინასთან მიმართებით კონკრეტული მიზნები და სტრატეგიები აქვს, და ის გარემოებების შესაბამისად მოქმედებს”.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც საქართველო, რომელიც ევროპისგან თავს გარიყულად გრძნობს, რუსეთთან დაახლოებას ისევ დაიწყებს? და რა განწყობებია ქართველებში მოსკოვის მიმართ 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით? ექსპერტი ამბობს, რომ “პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის არმია დღეს საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას, რაც ქართველებში აღფრთოვანებას არ იწვევს“.
“ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ასე თავშეკავებულად რეაგირებს უკრაინის კონფლიქტზე, ის შიშობს, რომ ომი, შესაძლოა მის ქვეყანაშიც დაიწყოს. 2008 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერა არც ისე ძლიერია. მაშინ, ერაყიდან სამშობლოში ქართული კონტინგენტი დააბრუნეს, და საქმე ამით დასრულდა. ამიტომ, ქართველები უფრო ფრთხილები გახდნენ. მათ ესმით, რომ კონფლიქტის შემთხვევაში მათ დასახმარებლად საკუთარ ჯარს არავინ გაუგზავნის. ასე რომ, საქართველოს მანევრირებისთვის ძალიან ცოტა ადგილი რჩება”,- თქვა ფილიპ ამონმა.
მისი თქმით, “იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ღია კონფლიქტში შესვლას გაბედავს, ძალთა ბალანსი მის სასარგებლოდ არ იქნება. ამ კონფლიქტში თბილისს სამხედრო დახმარებას არავინ გაუწევს ქვეყანაში ჯარების გაგზავნით. ამავდროულად, თუ საქართველო თავშეკავებულად მოიქცევა, შეიძლება მოხდეს რუსეთის მცოცავი წინსვლა. ამიტომ, თბილისი დასავლეთსა და რუსეთს შორის მანევრირებას ცდილობს, რომ თავიდან აიცილოს ეს სცენარი, ან თუნდაც აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შეერთებას. ამავდროულად, საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, რომ რუსეთის წონა არც ისე მნიშვნელოვანი იყოს“.
კითხვაზე, არის თუ არა განპირობებული მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძლიერების შიშით ის ფაქტი, რომ საქართველო დასავლეთის სანქციებს არ უერთდება, ფილიპ ამონი ამბობს, რომ ”საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე ძლიერად არის დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლს ასევე ტურიზმი თამაშობს. თუმცა, სამხედრო ფაქტორი, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა. ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ხომ არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო არ შეუერთდა, არამედ იმიტომაც, რომ მას ეშინია გოლანის მაღლობების ბედის გამო. როდესაც ჯარები დგანან თქვენი ქვეყნის საზღვრებთან, სხვა პოლიტიკის გატარებას იწყებთ”.
“პრობლემა იმაშია, რომ რუსეთი მკაფიოდ არ ამბობს რას ელის საქართველოსგან. ახლა ეს არის მისი ნატოში შესვლის დაუშვებლობა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნეიტრალური სტატუსისკენ მიისწრაფოდა და მოსკოვმა მაინც ვერ იპოვა მასთან საერთო ენა, არამედ მხარი დაუჭირა შევარდნაძეს. მე ეჭვი მაქვს, რომ რუსეთს უბრალოდ არ აქვს კონკრეტული მიზნები და სტრატეგიები არც საქართველოს და არც უკრაინის მიმართ, მაგრამ ის გარემოებების მიხედვით მოქმედებს. მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ახლა ბევრი საუბრობს პუტინიზმზე და მასთან დაკავშირებულ, რაღაც იდეოლოგიაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უფრო უმიზნო საქმიანობაა. პუტინის პოლიტიკას ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ რეალურად მისი გადაწყვეტილებების უმეტესობა – სიტუაციურია. რა თქმა უნდა, არის მიზანი – მაქსიმუმიც – იმპერიის აღდგენა, მაგრამ სინამდვილეში, ეს მხოლოდ ოცნებებია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინმა ქვეყნის მოდერნიზაცია განიზრახა, მაგრამ უკრაინის ომმა ის საპირისპირო მიმართულებით წაიყვანა, პუტინის ქმედებების გამო, რუსეთი ჩინეთის ნედლეულის ბაზა ხდება”, – ამბობს ექსპერტი.