გია ცაგარეიშვილი – დეგნანს: სწორედ ევროკავშირის რეზოლუცია აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას

შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ, სულ მცირე, ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როცა გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს „ნაცმოძრაობის“ ხელდასხმით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილის წერილს უპასუხა.

„სწორედ ეს რეზოლუცია, სწორედ ამგვარი უადგილო და უშინაარსო ჩანაწერები, რომელსაც, სხვათა შორის, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსიც აღიარებს, აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ძალიან ბევრ დროს უთმობს სანქციების საკითხის ან სხვისი ფულის განხილვას მაშინ, როცა ევროკავშირის წევრობისთვის კონკრეტულ გზამკვლევზეა სამუშაო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები