იონათამიშვილი – ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე: ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ განმარტებები გაკეთდება

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის შინაარსი ძალიან საინტერესოა. საინტერესო და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ შინაარსზეც გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ოფიციალური პირები პირდაპირ საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა საქართველოში.

„ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ცხადია, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ თუნდაც ასეთი შეხვედრა შედგა. ფაქტობრივად მისი ირიბი უარყოფა კი ხდებოდა. დღეს უკვე ვიცით, რომ მსგავს შეხვედრას არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ საზოგადოებამ ამ შეხვედრის შინაარსის შესახებ არ იცის. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის შინაარსი ძალიან საინტერესოა. საინტერესო და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ შინაარსზეც გარკვეული განმარტებები გაკეთდებოდა.

ვისაც ყოველთვის სურდა, რომ ჩვენს რეგიონში ყოფილიყო არეულობა, ვისაც ყოველთვის სურდა, ჩვენს რეგიონში სტაბილური განვითარება არ ყოფილიყო და ამას ყველანაირად უშლიდა ხელს, ეს რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ამ უბედურებას განაგრძობს. ეს ყველასთვის ცხადია. ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ყურადღება იმისთვის, რომ სწორედ ამ გამოწვევებს გავართვათ თავი და ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის უსაფრთხოება დავიცვათ. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც მაგალითად, უკრაინის ოფიციალური პირები პირდაპირ საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა საქართველოში და საქართველო შეეხიდებოდა უკრაინას მსხვერპლში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები