ქუთაისში მარი გულბიანის ფილმის -„სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება გაიმართება
30 ივლისს, 19:00 საათზე, ქუთაისში, კინოთეატრ „საქართველოში“, მარი გულბიანის ფილმს – „სანამ მამა დაბრუნდება“ უჩვენებენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.
„სანამ მამა დაბრუნდება” მარი გულბიანის 2018 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ორი მოზარდი ქისტი გოგოს, იმანისა და ევას მეგობრობის შესახებ გვიყვება. კინო მათი ახალი და დიდი გატაცებაა, რომლის შთაგონებითაც მოკლე ფილმების გადაღებას იწყებენ.
გულბიანის ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოგვიანებით ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს, ხოლო პერუს საერთაშორისო კინოფესტივალზე (Festival de cine Al Este) ფილმმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში.