თეირანში ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო
თეირანში ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო.
ირანული მედიის ცნობით, პირველ დღეს უცხოური დელეგაციები იქნებიან წარმოდგენილი.
სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელი ცერემონია 3 ივლისიდან 9 ივლისამდე გაგრძელდება.
მეორე დღეს ხამენეის ცხედარი აღმოსავლეთ თეირანში მდებარე მოსალას დიდ რელიგიურ კომპლექსში იქნება დასვენებული, სადაც ყველა ირანელს შეეძლება სულიერი ლიდერის დაემშვიდობოს.
ცხედარს 7 ივლისს ყუმში გადაასვენებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ თეოლოგიურ ცენტრად და შიიტი სასულიერო პირებისთვის წმინდა ქალაქად ითვლება.
8 ივლისს, ალი ხამენეის ცხედრის გადაგზავნა ერაყში იგეგმება, სადაც დაკრძალვის ცერემონია ნაჯაფისა და ქარბალას მთავარ შიიტურ სალოცავებში გაიმართება, რაც შიიტურ სამყაროში რელიგიური თაყვანისცემის უმაღლესი აქტია. ღონისძიებაზე მილიონზე მეტი ადამიანის დასწრებაა მოსალოდნელი.
ალი ხამენეის დაკრძალვა 9 ივლისს მეშჰედში გაიმართება. ხამენეის დაბადების ადგილი, მეშჰადი, ირანში ყუმის შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ქალაქად ითვლება. ხამენეის იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალავენ.