აფრიკაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 440-ს გადააჭარბა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის აფეთქებას 447 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და მედიის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში დაავადების სულ 1460 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
“ამჟამად, 213 ადამიანი გამოჯანმრთელდა”, -აღნიშნავს სამინისტრო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, აფეთქება გამოწვეულია ებოლას ბუნდიბუგიოს შტამით, რომლის წინააღმდეგაც ამ დრომდე დამტკიცებული ვაქცინა არ არსებობს.
ორგანიზაციამ უკვე დაიწყო საერთაშორისო კლინიკური კვლევა, რომლის მიზანიც დაავადების წინააღმდეგ ეფექტური მკურნალობის პოვნაა.