მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, კონკრეტულ პრობლემებზე იმუშაოს და გადაჭრის გზები მონახოს

“ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, კონკრეტულ პრობლემებზე იმუშაოს და მათი გადაჭრის გზები მონახოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვნად ჩაითვლება, დისკუსია აუცილებელია.

“ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, კონკრეტულ პრობლემებზე იმუშაოს და მათი გადაჭრის გზები მონახოს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ვინმემ თქვას, რომ რასაც თავად მიიჩნევს პრობლემად, ყველა ვალდებულია მას დაეთანხმოს. გვაქვს განწყობა, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც ჩვენი კოლეგები ჩათვლიან, რომ მნიშვნელოვანია და აუცილებელია მასზე მსჯელობა, გვქონდეს დისკუსია და საკითხი განვიხილოთ. განხილვა გამოკვეთს, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები