რუსეთში სურთ, უკრაინა „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოცხადდეს

რუსულმა პარტიამ – „სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც უკრაინის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იტყობინება.

დეპუტატების წინადადებით, რუსეთს შეუძლია, ტერორიზმის სპონსორად ისეთი ქვეყანა აღიაროს, რომელიც უკრაინას სამხედრო დანიშნულების საქონელს აწვდის. შეთავაზებულია, რომ მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების მოქალაქეთა ქონების კონფისკაცია.

რუსი კანონმდებლების ინიციატივა აშკარა საპასუხო ხასიათს ატარებს, რადგან 21 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მოუწოდა, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, წინააღმდეგ შემთხვევაში – კონგრესი თავად მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები