ანრი ოხანაშვილი: “ნაცმოძრაობა”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” რადიკალიზაციის გზას ირჩევენ

“ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და მოქალაქეების ევროპისკენ სწრაფვას საბოტაჟს უცხადებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ალტერნატიულ ფორმატებს შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციაა ერთობლივად ვიმუშაოთ. ამის ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილი, “ნაციონალური მოძრაობა”, მათი სატელიტები – “ლელო” თუ “სტრატეგია აღმაშენებელი” რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და უარს ამბობენ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაცხადებულ პერსპექტივაზე ევროპისკენ. პრაქტიკულად, საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ, რადგან არ შემოდიან პროცესში, სადაც გვაქვს ვალდებულება, ყველამ ერთად ვიმუშაოთ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები