კახა კალაძე: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში – ჩვეულებრივი სიბინძურეა, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება
“ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
კალაძის თქმითვე, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში.
“ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიცრუე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში. შეგიძლიათ, იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და შეფასებები. დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა”, – აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელ შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.