ანრი ოხანაშვილი: პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსების შემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას

საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!

„უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას უღირსი განცხადება არის არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ჩვენი საზოგადოების ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაც.

პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები კი წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსებისშემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას.

საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან.

„ქართული ოცნების“ გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!“, – წერს ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „კაგებეშნიკი“ მამაშენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები