ირაკლი ჩიქოვანი: უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროპაგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, „კაგებეს“ საუკეთესო ტრადიციებში

ნუთუ ყველასთვის ასე მარტივია ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადონ შენ და შენი ოჯახი – დაჟინებით, ყიჟინით გიმტკიცონ ეს შეურაცხმყოფელი სიცრუე? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანინ სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი!

„ნუთუ ყველასთვის ასე მარტივია ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადონ შენ და შენი ოჯახი – დაჟინებით, ყიჟინით გიმტკიცონ ეს შეურაცხმყოფელი სიცრუე?

უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროპაგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, „კაგებეს“ საუკეთესო ტრადიციებში.

ირაკლი კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი!

საქართველო და მისი ინტერესებია თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი Facebook-ზე.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „კაგებეშნიკი“ მამაშენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები