მამუკა მდინარაძე: ვინც მხოლოდ პასუხზე „ბრაზდება“, ის „ტრენდს“ აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს

„კაგებეს“ აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა ჰკითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ასეთი შეკითხვა უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეცაა.

„კაგებეს“ აგენტის შვილი არ ხართო? ეს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის შვილს კი არა, არავის შვილს და არავის უნდა ჰკითხო საერთოდ, არასდროს, არც ერთ შვილს, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ სხვა.

უზრდელობის, უტიფრობის, მავნებლობის და უბინძურესი შეურაცხყოფის გარდა, უდიდესი სიბნელეა ამავდროულად. და თუ მაინც ასეთის მკადრებელი ხარ, პასუხი არ უნდა გაგიკვირდეს!

ვინც მხოლოდ პასუხზე “ბრაზდება”, ის “ტრენდს” აყოლილი ბნელი სექტის ნაწილია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენს“, – წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „კაგებეშნიკი“ მამაშენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები