გივი მიქანაძე: ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს – ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის დასმულ კითხვას.

გივი მიქანაძე ირაკლი კობახიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს. ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები“, – წერს გივი მიქანაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „კაგებეშნიკი“ მამაშენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები