მიხეილ სარჯველაძე: მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ რეკომენდაციების ყველა პუნქტი შესრულდეს
“მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ რეკომენდაციების ყველა პუნქტი შესრულდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის რეკომენდაციებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი მიღწეულ იქნეს.
„მუშაობის პერიოდში ყოველთვის ღია იქნება კარი, იმისთვის, რომ მუშაობა რეალურად ერთობლივ ფორმატებში გაგრძელდეს. ამით ვაჩვენებთ ყველას ხელისუფლების დამოკიდებულებას და, რაც ყველაზე მთავარია, ვიზამთ ყველაფერს იმისთვის, რომ, ამ დესტრუქციული შედეგების მიუხედავად, რომლის ერთადერთი მიზანიც არის – რამენაირად ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენი მხრიდან ხელი შევუშალოთ და ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორიული არჩევანი არ დაისაჯოს ამის გამო“, – განაცხადა სარჯველაძემ.