ანა ბუჩუკური ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთად მუშაობას სთავაზობს

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთად მუშაობას სთავაზობს.

მისი თქმით, პარალულური პროცესები არც მისთვის არის მოსაწონი.

„ევროპარლამენტარების პოზიციას ვიზიარებთ, რომ პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის. ვისურვებდი, ყველა ერთ მაგიდასთან დამჯდარიყო, თუმცა, ჯერ ეს მოცემულობა გვაქვს. ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება ნამდვილად მოსაწონი არ არის. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ორივე პროცესში მანამდე, ვიდრე დავინახავთ, რომ ამ პროცესებში პოზიტიური როლის შესრულება შეგვიძლია. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, დასხდნენ მაგიდასთან და ამ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ. „ქართულ ოცნებას“ პროცესებში არჩართვით, დამატებითი საბაბი არ უნდა მიეცეს, რომ სხვას დააბრალოს ის, რაც მისი პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები