დავით სერგეენკო: “ებოლას” ვირუსის გავრცელების საშიშროება საქართველოში ცალსახად არ არსებობს

  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, აფრიკული ვირუსის „ებოლას“ საქართველოში გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ეს არის „ებოლას“ ვირუსი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, საერთოდ, მსოფლიო გლობალური ჯანდაცვისთვის. ის გადაიცემა კონტაქტური გზით და მისი სიმპტომებია, ძირითადად, სითხეების და ელექტროლიტების დარღვევა, სისხლჩაქცევები და გონების დაკარგვა. რაიმე სპეციფიური მკურნალობა ამ ვირუსს არ აქვს, მკურნალობა არის სიმპტომური. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, ამ ეტაპზე ამის საშიშროება ცალსახად არ არსებობს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები