აშშ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს ღაზის სექტორში

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა თავისი მოკავშირის „შემდგომი ნაბიჯების“ მხარდაჭერა გამოაცხადა, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დოროთი შიმ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასმა“ მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე ფასის გადახდა მოუწევს და ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ მის შემდგომ ნაბიჯებში“, – თქვა შიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორზე დარტყმები განაახლეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თავდასხმები გაგრძელდა, რადგან პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის გეგმაზე.

თავის მხრივ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 326-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები