აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი კამათი პრეზიდენტ- ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის ლიდერის ოვალურ კაბინეტში ვიზიტის დროს, უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო.
“ბევრი ადამიანი იღუპება იქ და ჩვენ იძულებული გავხდით, გვეიძულებინა უკრაინა, სწორად მოქცეულიყო. ეს არ იყო იოლი სიტუაცია. ოვალურ კაბინეტში თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ, მაგრამ ახლა ისინი [უკრაინელები] , უკვე სწორად იქცევიან, ჩვენ ვცდილობთ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ და ტრამპმა 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში დაძაბული პრეს-ბრიფინგი გამართეს, რომელიც დასრულდა მწვავე კამათით, უკრაინაში აშშ-ის დახმარებისა და დაგეგმილი მინერალური შეთანხმების გაუქმების გამო.
შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა დაადანაშაულა ზელენსკი აშშ-ს უპატივცემულობაში და Truth Social-ზე დაწერა, რომ „მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“.