პერუელი მეთევზე, რომელიც წყნარ ოკეანეში 95 დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ოჯახს დაუბრუნდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
61 წლის მაქსიმო ნაპა კასტრო 7 დეკემბერს, პერუს სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სანაპიროდან სათევზაოდ ორი კვირით გაემგზავრა.
ათი დღის შემდეგ, ქარიშხალმა მისი ნავი სანაპიროს დააშორა და კასტრომ მოძრაობის კურსი დაკარგა.
მისმა ოჯახმა დაიწყო ძებნა, მაგრამ პერუს საზღვაო პატრულებმა მისი პოვნა ვერ შეძლო.
კასტროს თქმით, თავის გადასარჩენად კუს, ფრინველებსა და ტარაკნებს ჭამდა, ბოლო 15 დღე კი საკვების გარეშე გაატარა.
როგორც მეთევზემ თქვა, მის ოჯახზე, მათ შორის მის ორი თვის შვილიშვილზე ფიქრმა ძალა მისცა, რომ ამ ყველაფრისთვის გაეძლო.
ნაპა კასტრო ნაპირიდან 1100 კილომეტრის დაშორებით, კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვეს და სანამ პერუს დედაქალაქ ლიმაში გაფრინდებოდნენ, პაიტაში სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს.