თეთრი სახლი: აშშ-სა და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

თეთრი სახლი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები