ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC News-ს განუცხადა.
ოფიციალური პირის თქმით, საუბარი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფო მედია კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბარი დასრულდა.