ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ევროპასთან დაპირისპირებისთვის ემზადება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპულ დემოკრატიებთან კონფრონტაციისთვის ემზადება.
„[რუსეთმა] მასიურად გააფართოვა თავისი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობები… ეს ინვესტიცია აძლიერებს მის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამზადებს მას ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის“, – თქვა მან კოპენჰაგენში დანიის სამეფო სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას.